მიტანის პირობები
კომპანია სტალექსი გთავაზობთ კომფორტულ და უსაფრთხო მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით და საქართველოს რეგიონებში. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ სწრაფი და სანდო მიწოდება ყველა შეკვეთისთვის.
1. მიტანა თბილისში
მიტანის დრო: შეკვეთების მიწოდება თბილისში ხორციელდება 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში.
მიტანის საფასური: თბილისის მასშტაბით მიტანა უფასოა შეკვეთებზე 50 ლარის ზემოთ. შეკვეთებზე, რომლებიც 50 ლარზე ნაკლებია, მიტანის საფასური შეადგენს 5 ლარს.
2. მიტანა რეგიონებში
მიტანის დრო: საქართველოს რეგიონებში მიტანა ხორციელდება 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში, საქართველოს ფოსტის ან სხვა კურიერული სერვისების მეშვეობით.
მიტანის საფასური: რეგიონებში მიტანის საფასური დამოკიდებულია იმ კომპანიის საკურიერო მომსახურების საფასურზე,რომლიდანაც მოხდება გაგზავნა.
მიტანის მეთოდი: რეგიონებში პროდუქციის გაგზავნა ხდება საქართველოს ფოსტის ან სხვა პარტნიორი კურიერული მომსახურების სერვისით. შეკვეთის მოწოდების შემდეგ, მიიღებთ გზავნილის ნომერს, რომლითაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი შეკვეთის ადგილმდებარეობა.
3. დამატებითი ინფორმაცია
მიტანის დროის ცვლილება: თუ რაიმე მიზეზით გსურთ მიტანის დროის შეცვლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ +995 577 972 724 რაც შეიძლება სწრაფად.
ჩვენი მიზანია ვუზრუნველვყოთ, რომ თქვენი შეკვეთების მიწოდება მოხდეს დროულად და უსაფრთხოდ.